|
კლუბის უკანასკნელი სიახლეები
2012-12-15 00:43:09
დინამო (თბ) - ზუგდიდი (მე-20 ტური)
2012-11-23 22:16:43
დინამო (თბ) - დილა (მე-16 ტური)
2012-11-11 03:37:27
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) (მე-14 ტური)
2012-11-04 00:32:48
ტორპედო - დინამო (თბ) (მე-13 ტური)
2012-10-31 02:14:24
დინამო (თბ) - მეტალურგი (მე-12 ტური)
|
განთავსების თარიღი: 2012-04-14 01:37:01
ბაია - დინამო (მე-7 ტური, ფლეი-ოფი)
ზედიზედ 6 მოუგებელი მატჩის შემდეგ, "დინამო’’ მე-4 ადგილამდე დაქვეითა და გაჩნდა საფრთხე, პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თბილისელები ევროტურნირების მიღმა დარჩნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ზედმეტია იმის აღნიშვნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია "ბაიასთან’’ დაპირისპირება სტუმრებისათვის.
" ზუგდიდში რთული თამაში გველის. ძნელი იქნება მოგება. "ბაია’’ ახალგაზრდული და ბრძოლისუნარიანი გუნდია. "ბაია’’ შეეცდება ქულები დაგვაკარგვინოს. ზუგდიდში თამაშის დროს ყოველთვის გაორებული გრძნობით გავდივარ მოედანზე, ვინაიდან იქ ჩემი ცხოვრების ბედნიერი პერიოდი გავატარე. მართალია ჩვენ არ დავმარცხებულვართ, მაგრამ 6 თამაში არ მოგვიგია და იმედი მაქვს ნავსი სწორედ ზუგდიდში გატყდება და საუკეთესო რვა გუნდში პირველ გამარჯვებასაც მივაღწევთ. მოგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასევე სატურნირო მგომარეობის გათვალისწინებით. ჩვენ ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს,’’ - განაცხადა "დინამოს’’ ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისათვის გაკეთებულ კომენტარში.
"ტოპ 8’’-ში მოხვედრით, "ბაიამ’’ უკვე შეასრულა თავისი პროგრამა მაქსიმუმი. ამდენად, ზუგდიდელები ყველა შეხვედრაში ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ასპარეზობენ, რაც მხოლოდ დადებითად აისახება მათ თამაშზე.
სტატისტიკის მოყვარულთათვის:
უმაღლესი ლიგის პირველ ეტაპზე, ეს გუნდები უკვე ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ზუგდიდურ დაპირისპირებაში, "ბაიამ’’ 2-1 დაამარცხა მეტოქე. თბილისში კი, "დინამომ’ 5-1 გაიმარჯვა.
_______________________________________________ გიორგი ჯავახაძე |
|



