კლუბები - დინამო (თბ)
განთავსების თარიღი: 2012-03-08 10:13:53
გაგრა - დინამო (22-ე ტური)

 

სატურნირო თვალსაზრისით, ამ მატჩის შედეგს  მნიშვნელობა არ აქვს. ''გაგრას’’ ''ტოპ 8’’-ში მოხვედრის არანაირი შანსი აღარ აქვს. შესაბამისად, აფხაზებს ისღა დარჩენიათ ''ფლეი აუტისათვის’’ მოემზადონ და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლონ.

 

''დინამოს’’ დაცვის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი რეხვიაშვილი გამოუჯანმრთელდა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ გიორგი დევდარიანი ამ არაფრისმომცემ მატჩში მის მოედანზე გამოყვანას არ გარისკავს.

 

''ტრავმის შემდეგ საკმაო ხანი გამიცდა. ბიჭები მამხნევებენ და მეხმარებიან. მეც ჩემს მხრივ ვცდილობ, რომ მალე აღვიდგინო ფორმა და დავეხმარო გუნდს. მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ექიმებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, რაც შეიძლება უმოკლეს დროში დავუბრუნდე ჩვეულ კონდიციებს. რაც შეეხება გაგრასთან თამაშს ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრისთვის მზად ვიქნები. გუნდი აშკარად კარგად ათამაშდა და შევეცდებით, რომ ბოლომდე ასე გავაგრძელოთ,’’ – განაცხადა რეხვიაშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან (fcdinamo.ge) საუბარში.

 

 

სტატისტიკის მოყვარულთათვის:

 

2012 წელს, ''დინამომ’’ ყველა ოფიციალური შეხვედრა მოიგო, ხოლო ''გაგრამ’’ ყველა წააგო.

 

მიმდინარე სეზონში, ''დინამოს’’ 42 გოლი აქვს გატანილი. ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ''ზესტაფონს’’ აქვს.

 

ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირებაში, ''დინამომ’’ 3-0 დაამარცხა მეტოქე.

 

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

 

გაგრა: ბეგაშვილი, ტყეშელაშვილი, ჯგერენაია, ხოჯაშვილი, ხუციძე, ჭკუასელი, ზვიადაძე, ჯიშკარიანი, ყიფიანი, სარდალიშვილი,ჯერემია.

 

დინამო: სეფიაშვილი, ტვილდიანი, კვეკვესკირი, თომაშვილი, ხმალაძე, ძარია, კოშკაძე, ჯიღაური, კოტო, გოგუა, მერებაშვილი.

 

 

 

 

 

___________________________________________________

გიორგი ჯავახაძე