|
კლუბის უკანასკნელი სიახლეები
2012-12-15 00:43:09
დინამო (თბ) - ზუგდიდი (მე-20 ტური)
2012-11-23 22:16:43
დინამო (თბ) - დილა (მე-16 ტური)
2012-11-11 03:37:27
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) (მე-14 ტური)
2012-11-04 00:32:48
ტორპედო - დინამო (თბ) (მე-13 ტური)
2012-10-31 02:14:24
დინამო (თბ) - მეტალურგი (მე-12 ტური)
|
განთავსების თარიღი: 2012-02-26 01:10:45
დინამო – ბაია (21-ე ტური )
მთავარ მწვრთნელად გიორგი დევდარიანის მოსვლის შემდეგ, ''დინამომ’’ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თამაშის ხარისხი. განსაკუთრებით ეს დაცვის ხაზზე ითქმის – უკვე 2 მატჩია, თბილისელები გოლს არ უშვებენ.
გასულ ტურში, ''დინამოს’’ რიგებში დებიუტი ჰქონდა ესპანელ ნახევარმცველ ანდრეუს, რომელiც ''ბაიასთან’’ მოახლოებული მატჩის წინ, კლუბის ოფიციალურ ვერ-გვერდს (fcdinamo.ge) გაესაუბრა:
'' საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ერთ თამაშს დავესწარი, ერთშიც მონაწილეობა მივიღე. შეიძლება გარედან უცხო თვალისთვის საქართველოს ჩემპიონატი არც ისე მაღალი დონისაა, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ ეს მცდარი შეხედულებაა. ორივე შეხვედრა ძალიან დაძაბულად და რთულად წარიმართა. დარწმუნებული ვარ არავისთვის იქნება მარტივი აქ ასპარეზობა.
რაც შეეხება მომავალ დაპირისპირებას, ჩვენ მისთვის მზად ვართ. მწვრთნელმა კარგად მოგვამზადა, განვიხილეთ მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები და ვიტყვი, რომ ჩვენთვის მისაღები შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება.’’
დღევანდელი შეხვედრის წინ, მოტივაციის ნაკლებობას არც ''ბაია’’ უჩივის. შინ დადებითი შედეგით დაბრუნების შემთხვევაში, ზუგდიდელები ''ტოპ 8’’-ში მოხვედრას გაინაღდებენ. ამდენად, კვირას, ''ეროვნულზე’’ მისულ გულშემატკივარს უდავოდ საინტერესო მატჩი ელის.
სტატისტიკის მოყვარულთათვის:
მიმდინარე სეზონში, ''დინამოს’’ შინ მხოლოდ 1 წაგება აქვს.
უკანასკნელი 5 გასვლითი მატჩიდან, ''ბაიამ’’ მხოლოდ 1 მოიგო.
ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირებაში, ''ბაიამ’’ 2-1 დაამარცა მეტოქე.
სავარაუდო შემადგენლობები:
დინამო: ლორია, ოდიკაძე, კვეკვესკირი, თომაშვილი, ხმალაძე, ძარია, ანდრეუ, მერებაშვილი, კოტო, გოგუა, ჩისკო.
ბაია: სომხიშვილი, პაჭკორია, ტყებუჩავა, აფაქიძე, აკობია, სიხარულია, ტყემალაძე, კუკავა, კუტალია, ენდელაძე,გაბედავა.
_______________________________________________ გიორგი ჯავახაძე |
|



