კლუბები - ზუგდიდი
განთავსების თარიღი: 2012-03-08 10:20:44
ბაია - მერანი (22-ე ტური)

 

დღევანდელი მატჩის შედეგს ''ბაიასთვის’’ უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გამარჯვების შემთხვევაში, ზუგდიდელები საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდებიან. არ არის გამორიცხული, მასპინძლებს ამისათვის ფრეც ეყოთ.

 

''ბიჭები საბრძოლოდ არიან განწყობილნი და იმის მიუხედავად, რომ "მერანის" სახით სერიოზული მეტოქე გვყავს, მიზნად მხოლოდ გამარჯვებას ვისახავთ. კარგია, რომ ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელთაა. "ბაიამ" დაიმსახურა რვა საუკეთესოში მოხვედრა და გვჯერა, ამისკენ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმასაც შევძლებთ,’’ –  განაცხადა ''ბაიას’’ მთავარმა მწვრთნელმა, გოჩა ტყებუჩავამ, ''ლელოსთვის’’ მიცემულ ინტერვიუში.

 

სტუმრებს რაც შეეხებათ, მათ განაღდებული აქვთ ''დიდ რვიანში’’ მოხვედრა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, დღეს, ფეარ-პლეის პრინციპებს ბოლომდე დაიცავენ.

 

 

სტატისტიკის მოყვარულთათვის:

 

''ბაიას’’ 2012 წელს გამარჯვება არ აქვს.

 

''მერანს’’ სტუმრად ნოემბრის შემდეგ არ მოუგია.

 

ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირებაში, ''მერანმა’’ 1-0 დაამარცხა მეტოქე.

 

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

 

ბაია:  სომხიშვილი, ქვარცხავა, პაჭკორია, აფაქიძე, აკობია, სიხარულია, ტყემალაძე, კუკავა, კუტალია, ენდელაძე,გაბედავა.

 

მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, ჟვანია, იობაშვილი, სუხიაშვილი, დიდავა, ტორონჯაძე, ე.გრიგალაშვილი, ჩალაძე, ტაპე, ამბროლაძე.

 

 

 

___________________________________________________

გიორგი ჯავახაძე