|
უკანასკნელი სიახლეები
13-04-2013 22:26
ზესტაფონი - დინამო (თბ) (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:23
ტორპედო - ზუგდიდი (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:19
ჩიხურა - დილა (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:16
ვიტ-ჯორჯია - კოლხეთი (მე-5 ტური, ფლეი-აუტი)
13-04-2013 22:14
სიონი - მერანი (მე-5 ტური, ფლეი-აუტი)
|
განთავსების თარიღი: 15 სექტემბერი 2008 | 00:00
ბორჯომი 0:1 ვიტჯორჯია
ბორჯომი. 13 სექტემბერი. 16 საათი. ჯ. ზეინკლიშვილი
0:1 ლიპარტია (51)
ბორჯომი: შეყრილაძე, ვაჩიბერაძე, ზ. ლაცაბიძე, ქარქუზაშვილი, პ. ხორგუაშვილი (ბაქრაძე 60), ვ. ხორგუაშვილი, ბალიაშვილი (გაჩეჩილაძე 75), ქავთარაძე (დევიძე 65), ლ. ვაშაკიძე, ბეჟანიძე, ალავერდაშვილი
სათადარიგონი: ჯინჭარაძე, ლომიძე, ჯობაძე, გოგოლაძე მწვრთნელი: გიორგი სუხიაშვილი
ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, ბეჭვაია, ა. კვახაძე, დ. ლომაია, ჯაფარიძე, რაზმაძე, გ. დათუნაიშვილი, კლიმიაშვილი (მაისაშვილი 81), გ. მელქაძე (კვაღინიძე 60), ბერიაშვილი (ვ. კვარაცხელია 46), ლიპარტია
სათადარიგონი: ა. მიქაბერიძე, ყველაშვილი, ხურცილავა, ღუჭაშვილი მწვრთნელი: ნესტორ მუმლაძეგაფრთხილება: კვაღინიძე (66), ქარქუზაშვილი (81), კვარაცხელია (84)
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, შ. ქუხილავა, ი. ურუშაძე დამკვირვებელი: ს. კოტრიკაძე; დელეგატი: თ. კოსტავა
უკვე მერამდენედ: ყოველი სეზონის დასაწყისსა და შესვენებისას "ბორჯომი" ახლიდან ყალიბდება და თუ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას მაშინდელი მწვრთნელი ვლადიმერ ხაჩიძე ახერხებდა, ახლა ამ ამოცანის შესრულება ახალგაზრდა გიორგი სუხიაშვილს მოუწევს, რომელსაც ამ მატჩში დებიუტი ჰქონდა.
მატჩის წინ კაპიტნებმა, ლექსო კვახაძემ და გივი ქარქუზაშვილმა ჰიმნის თანხლებით აღმართეს საქართველოს დროშა, ტრიბუნაზე შეკრებილმა ხალხმა კი წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რუსული აგრესიის გამო დაღუპულთა ხსოვნას. თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, უფრო სტუმრები აქტიურობდნენ, მათი უპირატესობა თანდათან გამოიკვეთა, რაც მატჩისას მრავალჯერ დამტკიცდა - რომ არა მასპინძელთა მეკარე ბექა შეყრილაძე, ანგარიშში სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა.
თბილისელები ფლანგებს კარგად იყენებდნენ, მაგრამ საჯარიმოსთან მისულებს ბორჯომელი მცველები ხვდებოდნენ უშეცდომოდ. მალე ბორჯომელების უყურადღებობით ისარგებლა ჯაბა ლიპარტიამ, გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ შეყრილაძემ ივაჟკაცა და სახიფათო მომენტი განმუხტა.
26-ე წუთზე ბორჯომელთა კართან ხიფათი ისევ მარცხენა ფრთიდან შეიქმნა, სადაც ირაკლი კლიმიაშვილი გამოირჩეოდა. მის ჩაწოდებულ ბურთს ცენტრალური მცველი დავით ლომაია გამოეხმაურა, თუმც თავური დარტყმა უხიფათო გამოუვიდა.
38-ე წუთზე ისევ კლიმიაშვილის აქტიურობას ამჯერად გიორგი დათუნაიშვილის არაზუსტი დარტყმა მოჰყვა. ტაიმის ბოლო წუთზე ლიპარტიას ეუხეშნენ და საჯარიმო, რომელიც გიორგი მელქაძემ დაარტყა, ისევ შეყრილაძის კუთვნილება გახდა.
მეორე ტაიმშიც ვეტერინართა უპირატესობა იყო. 50-ე წუთზე მასპინძლები დაჯარიმდნენ - კლიმიაშვილის ჩაწოდებულ ბურთს გიგა ბეჭვაიამ თავური მიაყოლა და არც ეს გამოდგა საგოლე.
წუთში კი ნავსი გატყდა - აუტიდან ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოს სიახლოვეს მიუვიდა ლიპარტიას,კარგადაცდაამუშავა და აუღებელი დაურტყა შეყრილაძეს - 0:1. 53-ე წუთზე ისევ ლიპარტია გადიოდა მეკარესთან პირისპირ და ბოლო მომენტში მცველებმა განმუხტეს სიტუაცია. მერე მასპინძლების ჯერიც დადგა - ვალტერ ხორგუაშვილის ძლიერი დარტყმა გრიგოლ ბედიაშვილმა უკუაგდო. 59-ე წუთზე მელქაძე გავიდა მეკარესთან პირისპირ და შეყრილაძემ ისევ ისხნა გუნდი მორიგი უსიამოვნებისგან. მატჩის ბოლომდე სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ ,ბორჯომელთა ერთი-ორ ქაოტურ შეტევას კი სერიოზული გაგრძელება არ მოჰყოლია...
მსაჯის მიერ წამატებულ წუთზე ისევ ჯაბა ლიპარტიას აუღო ბექა შეყრილაძემ, დამატებაზე კიგიორგი კვაღინიძის დარტყმა ძელმა აისხლიტა და ასე გადარჩნენ მასპინძლები მეორე გაშვებულ ბურთს.
ნესტორ მუმლაძე: თამაში საინტერესოდ წარიმართა. გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ ვარ, მეორე ტაიმში ბევრი გოლი უნდა გაგვეტანა. საჭირო სამი ქულა ავიღეთ, რაც მახარებს.გიორგი სუხიაშვილი: ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას. "ბორჯომის" თამაშში ბევრი ხარვეზი დავინახე, რის გამოსწორებაზეც ვიზრუნებთ და თავდაუზოგავად ვიშრომებთ, რათა უმაღლეს ლიგაში დარჩენა შევძლოთ. |
|



