განთავსების თარიღი: 08 თებერვალი 2010 | 00:00
ვაწაძე დუბლით დაბრუნდა

დინამო - გაგრა 4:1


ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 08.02.2010

100 მაყურებელი

 


 

გოლები: 11’ ვაწაძე, 42’ გაბედავა, 49’ ვაწაძე, 55’ შ. კაშია. 85’ ჩიკვილაძე

 


 

დინამო: ლორია, თომაშვილი, გ. კაშია, კრსტესკი, ჩიკვილაძე, შ. კაშია, ედნილსონი, კოშკაძე(ნემსაძე 87’), კახელიშვილი, აკირემი, ვაწაძე(ჯუისი 75’)

 


 

გაგრა: თევდორაძე, ჩანსეუ, გაბედავა, ჩხეტიანი, კვასხვაძე (პავლიაშვილი), ოქრიაშვილი, შალიკაშვილი, ჯიშკარიანი, ქორთუა, და სივლა მოისესი, გულორდავა (გაბუნია 60’)

 


 

მთავარი არბიტრი: ლაშა სილაგავა

 


 

 

 

თბილისის "დინამო" თურქული შეკრებიდან საკმაოდ გაძლიერებული დაბრუნდა და ეს მის პირველივე თამაშში აისახა.

 

 

ეროვნულ სტადიონზე დაბრუნებულმა 'დინამომ' მეტოქეს სოლიდური ანგარიშით - 4:1 მოუგო და "ვიტ ჯორჯიას" გადადებული თამაშის გამო, მესამე ადგილზე 35 ქულით დაწინაურდა.

 

 

 თამაშმა "დიდი გამყინვარების" ფონზე ჩაიარა, რამაც თავისი კვალი დაატყო კიდეც შეხვედრას. მიუხედავად -3 გრადუსი ყინვისა, "დინამოს" გულშემატკივარი მაინც მედგრად იდგა და 93 წუთის განმავლობაში, როგორც ყოველთვის, ერთგულად ქომაგობდა საყვარელ გუნდს.

 

 

 

მიუხედავად დინამოს უპირატესობისა, პირველი სახიფათო მომენტი მაინც "გაგრამ" შექმნა მეტოქის კართან. 6 წუთზე "გაგრას" შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამის შემდეგ "დინამომ" სრული უპირატესობა მოიპოვა.

სიმბოლურად, 11 წუთზე "დინამოს" 11 ნომერმა მათე ვაწაძემ, რომელმაც, როგორც იქნა, ტრავმები მოიშუშა და ფორმაში ჩადგა, "გაგრას" კართან შექმნილი არეულობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

 

 

19-ე წუთზე "გაგრას" ახალწვეული ჩანსეუმ რომლის დებიუტიც სწორედ დღეს შედგა, ტრავმა მიიღო და მის მაგივრად, მოედანზე გიორგი ტყეშელაშვილი გამოვიდა.

 

 

21-ე წუთზე კოშკაძის საჯარიმო დარტყმაზე აკირემმა კარგად ვერ დაუხვედრა თავი და სიტუაციაც განიმუხტა.

 

 

26 წუთზე ნიკა კვასხვაძესაც შეეძლო გატანა, თუმცა, მისი დარტყმული დინამოელებმა კუთხურზე მოიგერიეს.

 

მათე ვაწაძეს მეორე გოლის გატანის შანსი 33-ე წუთზეც ჰქონდა, მაგრამ მისი ძლიერი შორეული დარტყმული, კარს ოდნავ აცდა.

 

 

ტაიმის ბოლოს, 42-ე წუთზე, "გაგრამ" ყველაზე რეალური საგოლე შანსი გამოიყენა და დინამოელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა. 1:1 გიორგი გაბედავა.

 

 

მეორე ტაიმის დაწყებიდან 4 წუთში მათე ვაწაძემ შოთა კაშიას პასით ისევ იხეირა და "გაგრას" კარში დუბლი შეასრულა. 2:1.

 

 

55-ე წუთზე "გაგრას" შოთა კაშიამ თვითონაც გაუტანა.

 

 

"გაგრას" რბევა 85 -ე წუთზე "დინამოს" ახალწვეულმა თენგიზ ჩიკვილაძემ დააასრულა. 4:1

 

 

ტაიმის ბოლოს "გაგრელ" ოქრიაშვილს ჰქონდა შანსი, რომ გოლი გაეტანა, მაგრამ მისი დარტყმულიც მეკარემ მოიგერია.