|
უკანასკნელი სიახლეები
13-04-2013 22:26
ზესტაფონი - დინამო (თბ) (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:23
ტორპედო - ზუგდიდი (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:19
ჩიხურა - დილა (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:16
ვიტ-ჯორჯია - კოლხეთი (მე-5 ტური, ფლეი-აუტი)
13-04-2013 22:14
სიონი - მერანი (მე-5 ტური, ფლეი-აუტი)
|
განთავსების თარიღი: 25 აგვისტო 2012 | 02:05
კოლხეთი - ზუგდიდი (მე-3 ტური)
"კოლხეთმა’’ სეზონი ცუდად დაიწყო. საწყისი ორი ტურის შემდეგ, ფოთელებს მხოლოდ 1 ქულა აქვთ. აქედან გამომდინარე, დღეს, ზღვისპირელებს წაფორხილების უფლება აღარ აქვთ - კიდევ ერთი მოუგებელი შეხვედრა, ბუნებრივია, გუნდს რთულ ვითარებაში ჩააყენებს.
გასულ ტურში, ''ზუგდიდმა’’ ბათუმის ''დინამოს’’ უმასპინძლა და ლევან კუტალიას შესანიშნავი ასპარეზობის წყალობით, 2-0 გაიმარჯვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრის პირველი გოლი, რომელიც კუტალიამ დაახლოებით 35 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით გაიტანა. ზოგადად, ცალკე აღნიშვნის ღირსია ზუგდიდელთა ნახევარდაცვის ხაზი – კუტალია, დავით ბოლქვაძე, კოშკაძე, რ.ონიანი...თამამად შეიძლება ითქვას, გუნდს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო შუა ხაზი ჰყავს და ბუნებრივია, ''კოლხეთის’’ ნახევარმცველებს, დღეს, სერიოზული გამოცდა ელით.
სტატისტიკის მოყვარულთათვის:
გასულ სეზონში, ეს გუნდები ოთხჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. უპირატესობა ფოთელთა მხარესაა – 2 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება.
უკანასკნელად, ''ზუგდიდმა’’ ოფიციალური მატჩი სტუმრად 2011 წლის ნოემბერში მოიგო. |
|



