|
უკანასკნელი სიახლეები
13-04-2013 22:26
ზესტაფონი - დინამო (თბ) (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:23
ტორპედო - ზუგდიდი (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:19
ჩიხურა - დილა (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:16
ვიტ-ჯორჯია - კოლხეთი (მე-5 ტური, ფლეი-აუტი)
13-04-2013 22:14
სიონი - მერანი (მე-5 ტური, ფლეი-აუტი)
|
განთავსების თარიღი: 14 აპრილი 2012 | 02:14
მერანი - ზესტაფონი (მე-7 ტური; ფლეი-ოფი)
სეზონის დასრულებამდე 8 ტურით ადრე, ჩემპიონობისათვის ბრძოლა უკიდურესად დაიძაბა. "ზესტაფონის’’ სამმატჩიანი მოუგებელი სერიით შესანიშნავად ისარგებლა “მეტალურგმა'', მიუახლოვდა რა იმერლებს 3 ქულით. ჩემპიონობის მცირე შანსი "ტორპედოსაც’’ გაუჩნდა. მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ უმაღლესი ლიგა თავიდან დაიწყო. აქედან გამომდინარე, გია ჭიაბრიშვილის შეგირდებისათვის დღევანდელ დაპირისპირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კიდევ ერთი წაფორხილება, შესაძლოა, გუნდს ძალიან ძვირად დაუჯდეს.
ძალიან ცუდ ფორმაშა "მერანი’’. პლეი-ოფის დაწყების შემდეგ, ერთის გარდა, მარტვილელებმა ყველა მატჩი წააგეს, რის გამოც მთავარი მწვრთნელის გულისწყრომა დაიმსახურეს:
" საუკეთესო რვიანში მოხვედრის შემდეგ მოთამაშეებმა ჩათვალეს, რომ "მერანმა" მიზანს მიაღწია და ბოლომდე აღარ იბრძვიან. (...)ეს ჩვენი მენტალიტეტის უარყოფითი თვისების გამოვლენაა. რასაც მიაღწიეს, დაკმაყოფილდნენ და მეტზე არც ფიქრობენ. ეს პრობლემა ფეხბურთელებში აშკარად ჩანს. ამას არასრულყოფილი შეკრებაც დაემატა. იანვარ-თებერვალში უამინდობის გამო ურეკში ვერ მოვემზადეთ. ლამის ერთი კვირა გამოდარებას ველოდით და დრო დავკარგეთ. მერე იძულებულები გავხდით, დარჩენილი დღეები თბილისში გვევარჯიშა,’’ - განაცხადა მალხაზ ჟვანიამ "ლელოსთვის’’ მიცემულ ინტერვიუში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი მატჩი მარტვილში გაიმართება, რაც კიდევ უფრო ართულებს სტუმართა საქმეს.
სტატისტიკის მოყვარულთათვის:
მიმდინარე სეზონში, "მერანმა’’ მარტვილში მხოლოდ ერთხელ წააგო - 22 დეკემბერს "ზესტაფონთან’’.
"ზესტაფონის’’ სახით, უმაღლეს ლიგას ერთადერთი გუნდი შემორჩა, რომელსაც სტუმრად წაგება არ აქვს.
___________________________________________ გიორგი ჯავახაძე |
|



