|
უკანასკნელი სიახლეები
13-04-2013 22:26
ზესტაფონი - დინამო (თბ) (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:23
ტორპედო - ზუგდიდი (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:19
ჩიხურა - დილა (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:16
ვიტ-ჯორჯია - კოლხეთი (მე-5 ტური, ფლეი-აუტი)
13-04-2013 22:14
სიონი - მერანი (მე-5 ტური, ფლეი-აუტი)
|
განთავსების თარიღი: 14 აპრილი 2012 | 02:10
გურია - ვიტ-ჯორჯია (მე-7 ტური, ფლეი-აუტი)
პლეი-აუტის მე-7 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას ''ევგრაფი შევარდნაძე'' უმასპინძლებს, სადაც მე-3 ადგილზე მყოფი ''გურია'' მასზე ერთი საფეხურით წინ მყოფ ''ვიტ-ჯორჯიას'' უმასპინძლებს. ეს ორი გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასვლის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია და ბუნებრივია, დღევანდელი შეხვედრის შედეგი ბევრ რამეს გადაწყვეტს.
მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი, გიგლა იმნაძე, შეგირდთა ასპარეზობით კმაყოფილია: '' უკმაყოფილების საფუძველი არ მაქვს - შედეგითაც და ბიჭების გარჯითაც კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაო არ გვაქვს. სრულყოფილებამდე ბევრი გვაკლია. მართალია, 14-დღიანი შეკრების დროს ამინდმა ხელი შეგვიშალა და ხეირიანად არც გვივარჯიშია, მაგრამ ფეხბურთელების ერთად ყოფნამ გუნდი შეკრა. ჩვენს ბიჭებს ერთი სულისკვეთება აქვთ და მადლობელი ვარ მათი. 14 ახალი ფეხბურთელი გვყავს და მათი შეთამაშება იოლი არ არის, მაგრამ ჩვენ ის 2 კვირა სწორედ იმისთვის გამოვიყენეთ, რომ შეკრული, ბრძოლისუნარიანი გუნდი მიგვეღო.''
გასულ ტურში, ''ვიტ-ჯორჯიამ'' ბათუმის ''დინამო'' მიიღო და მეტოქეს დამაჯერებლად, 3-1 სძლია. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ''ვეტერინარებს'' პლეი-აუტში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი (თუ ყველაზე არა) გუნდი ჰყავთ და წესით, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეთ.
სტატისტიკის მოყვარულთათვის:
საინტერესოა, რომ ''გურიასა'' და ''ვიტ-ჯორჯიას'' ორივეს თითო-თითო წაგება აქვთ და ორივემ ''ჩიხურასთან'' წააგო.
მიმდინარე სეზონში, ეს გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს.
___________________________________________________________________ გიორგი ჯავახაძე |
|



