|
უკანასკნელი სიახლეები
13-04-2013 22:26
ზესტაფონი - დინამო (თბ) (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:23
ტორპედო - ზუგდიდი (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:19
ჩიხურა - დილა (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:16
ვიტ-ჯორჯია - კოლხეთი (მე-5 ტური, ფლეი-აუტი)
13-04-2013 22:14
სიონი - მერანი (მე-5 ტური, ფლეი-აუტი)
|
განთავსების თარიღი: 14 აპრილი 2012 | 02:03
მეტალურგი - კოლხეთი (მე-7 ტური; ფლეი-ოფი)
სეზონის დასრულებამდე 8 ტურით ადრე, ჩემპიონობისათვის ბრძოლა უკიდურესად დაიძაბა. "ზესტაფონის’’ სამმატჩიანი მოუგებელი სერიით რუსთაველებმა შესანიშნავად ისარგებლეს, მიუახლოვდნენ რა იმერლებს 3 ქულით. ჩემპიონობის მცირე შანსი "ტორპედოსაც’’ გაუჩნდა. მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ უმაღლესი ლიგა თავიდან დაიწყო.
"მეტალურგის’’ ბოლოდროინდელი წარმატებების მიზეზებზე, გუნდის ნახევარმცველმა, გიორგი თექთურმანიძემ, "მსოფლიო სპორტისათვის’’ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:
" - გუნდმა ნაყოფიერი შეკრება გაიარა, მოსამზადებელი ეტაპი მშვენივრად გამოვიყენეთ და ეს დაგვეტყო კიდეც. ფიზიკურად კარგად გამოვიყურებით, თანაც, ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ. თითქმის ყველანი ფორმაში ვართ და ლოგიკურიცაა, რომ "მეტალურგი” კარგ შედეგს აჩვენებს.’’
თავისი დღავანდელი მეტოქის მსგავსად, ძალიან კარგ ფორმაშია "კოლხეთიც’’. ფოთელებს უკვე 5 მატჩია არ წაუგიათ, თანაც ისეთ მეტოქეებთან დაპირისპირებებში, როგორებიცაა "ტორპედო’’, "დინამო’’, "დილა’’...ვფიქრობ, დღეს, "მეტალურგს’’იოლი გასეირნების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
სტატისტიკის მოყვარულთათვის:
მიმდინარე სეზონში, "მეტალურგს’’ შინ მხოლოდ ერთი წაგება აქვს.
უმაღლესი ლიგის პირველ ეტაპზე, ეს გუნდები ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. უპირატესობა "კოლხეთის’’ მხარესაა - 1 მოგება და 1 ფრე.
________________________________________________________________ გიორგი ჯავახაძე |
|



