განთავსების თარიღი: 14 აპრილი 2012 | 01:58
ჩიხურა - გაგრა (მე-7 ტური, ფლეი-აუტი)

 

პლეი-აუტში კარგი სტარტის შემდეგ, ''გაგრამ'' ნელ-ნელა მოუკლო თამაშს და თუ ასე გაგრძელდა, აფხაზებს ძალიან გაუჭირდებათ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება. წარუმატებელი ასპარეზობის მიზეზებზე გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზვიად ჯელაძე საუბრობს:

 

''ამ ყველაფრის ერთი მიზეზი არ არსებობს. ეტყობა, ყველამ დავაკელით რაღაც, მათ შორის, მეც. ვფიქრობ, ჩემპიონატში ჩვენი თამაში და შედეგი გამოსწორდება. წარუმატებლობა დროებითია, "გაგრა" უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს,'' - განაცხადა ჯელაძემ ''ლელოსთვის'' მიცემულ ინტერვიუში.

 

ძალიან კარგ ფორმაშია ''ჩიხურა''. იმერლებმა უკანასკნელი 4 მატჩიდან ყველა მოიგეს და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საჩხერლების შემადგენლობაში არაერთი საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს და ალბათ, გუნდს უამღლეს ლიგაში გადასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

 

 

სტატისტიკის მოყვარულთათვის:

 

პლეი-აუტში, ''ჩიხურას'' შინ წაგება არ აქვს.

 

მიმდინარე სეზონში, ეს გუნდები პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

 

 

 

___________________________________________________

გიორგი ჯავახაძე