განთავსების თარიღი: 26 თებერვალი 2012 | 00:59
სიონი – კოლხეთი (21-ე ტური)

 

ჩემპიონატის განახლების შემდეგ,  ''კოლხეთმა’’ ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრისაკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. დღეს, უმოტივაციოდ დარჩენილ  ''სიონთან’’ გამარჯვების შემთხვევაში კი, ფოთელები ფაქტობრივად გაინაღდებენ  ''დიდ რვიანში’’ ადგილს.

 

 ''სიონმა’’ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ნაყოფიერად გამოიყენა, დაიმატა რა არაერთი მაღალი დონის მოთამაშე: დავით ბოლქვაძე, მინდია ბობღიაშვილი, ზვიად მეტრეველი, გიორგი ხიდაშელი, თენგიზ ჩიკვილაძე, გიორგი ჭანკოტაძე...ამდენად, ბოლნისელთა დამარცხება იოლი ნამდვილად არ იქნება, რაც გასულ ტურშიც დამტკიცდა, როდესაც  ''დინამომ’’ მხოლოდ ბოლო წუთზე შეძლო ხვიჩა ქასრაშვილის შეგირდთა წინააღმდეგობის გატეხვა.

 

 

 სტატისტიკის მოყვარულთათვის:

 

მიმდინარე სეზონში,  ''კოლხეთს’’ სტუმრად მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს.

 

უმაღლეს ლიგაში,  ''სიონს’’ ყველაზე მეტი, 36 გოლი აქვს გაშვებული.

 

ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირებაში,  ''კოლხეთმა’’ 2-1 დაამარცხა მეტოქე.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

 

სიონი: ბობღიაშვილი, გველესიანი, კობაური, ქემოკლიძე, ჩიკვილაძე, ჭანკოტაძე, ჯოჯუა, ბოლქვაძე, ხიდეშელი, კაციტაძე, მეტრეველი.

 

 კოლხეთი: ნადირაშვილი, ფოფხაძე, ცხვიტარია, ლომაშვილი, გაბუნია, გვალია, ქებაძე, ცხადაია,  დათუნაიშვილი, პავლიაშვილი, ტუღუში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

___________________________________________________________

გიორგი ჯავახაძე