|
უკანასკნელი სიახლეები
13-04-2013 22:26
ზესტაფონი - დინამო (თბ) (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:23
ტორპედო - ზუგდიდი (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:19
ჩიხურა - დილა (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:16
ვიტ-ჯორჯია - კოლხეთი (მე-5 ტური, ფლეი-აუტი)
13-04-2013 22:14
სიონი - მერანი (მე-5 ტური, ფლეი-აუტი)
|
განთავსების თარიღი: 22 თებერვალი 2012 | 02:23
ტორპედო – გაგრა (მე-19 ტური)
გასულ ტურში, ''ტორპედო’’ ''სპარტაკს’’ ესტუმრა და ბევრისათვის მოულოდნელად, 2-0 დამარცხდა. მატჩის შემდგომ, ქუთათურთა მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე, თავისი შეგირდების გარჯით უკმაყოფილებას ვერ მალავდა:
'' "სპარტაკმა” დამსახურებულად გაიმარჯვა და ვულოცავ. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მისი ასეთი სუსტი თამაში არ მინახავს. როგორი არეული ამინდიც იყო, ისეთი თამაში ვაჩვენეთ - ყოველგვარი აზრის გარეშე. სამუშაო ბევრი გვაქვს”.
ჩემპიონატის პირველი ნახევრის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ''გაგრა’’ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გუნდს უმძიმესი კალენდარი აქვს (''ტორპედო’’, ''დილა’’, ''დინამო’’). ამის ფონზე, ძნელად წარმოსადგენია, აფხაზებმა ''ტოპ 8’’-ში მოსახვედრად საკმარისი ქულები მოაგროვონ.
სტატისტიკის მოყვარულთათვის:
მიმდინარე სეზონში, ''ტორპედოს’’ შინ მხოლოდ 1 მარცხი აქვს.
2 მოგება, 1 ფრე და 6 წაგება – ასეთია ''გაგრას’’ მონაგარი სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში.
ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირებაში, ''ტორპედომ’’ 1-0 დაამარცხა მეტოქე.
სავარაუდო შემადგენლობები:
ტორპედო: მიგინეიშვილი, რიგვავა, კვახაძე, გამეზარდაშვილი, გურული, დოლიძე, დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი, თარხნიშვილი, ფეიქრიშვილი, გოცირიძე.
გაგრა: ბეგაშვილი, ყურულაშვილი, ტყეშელაშვილი, კალანდაძე, ხოჯაშვილი, ხუციძე, ჭკუასელი, ზვიადაძე, სარდალიშვილი, როსტიაშვილი, კვანტალიანი.
__________________________________________________________________ გიორგი ჯავახაძე |
|



