განთავსების თარიღი: 06 დეკემბერი 2010 | 15:14
ტურის ფეხბურთელი: თენგიზ ჩიკვილაძე !

მე-17 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად, Goli.ge თენგიზ ჩიკვილაძეს ასახელებს. სიმართლე გითხრათ,ამჯერად, საიტის ადმინისტრაციას ძალიან გაუჭირდა რჩეულის დასახელება, ვინაიდან როგორც თენგიზ ჩიკვილაძე, ისე დავით მუჯირი თანაბრად იმსახურებდნენ ამ აღიარებას - ორივე ფეხბურთელმა თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო, ორივემ ულამაზესი გოლი გაიტანა...თუმცა საბოლოოდ, უპირატესობა მაინც "ტორპედოს"მარცხენა მცველს მივანიჭეთ რამოდენიმე გარემოების გათვალისწინებით:

 

ფლანგის მცველს ყველაზე ნაკლებად მოეთხოვება მატჩის ბედის გადაწყვეტა, შემტევი ნახევარმცველისაგან განსხვავებით. თანაც, ქუთაისელებს მთელი მატჩის განმავლობაში არაფერი გამოსდიოდათ და ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ თენგიზ ჩიკვილაძემ სხვაგვარად "გადაწყვიტა". ასევე აღსანიშნავია, რომ ყველაფერი ეს მსაჯის მიერ დამატებულ დროში მოხდა.


გიორგი ჯავახაძე