|
უკანასკნელი სიახლეები
13-04-2013 22:26
ზესტაფონი - დინამო (თბ) (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:23
ტორპედო - ზუგდიდი (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:19
ჩიხურა - დილა (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:16
ვიტ-ჯორჯია - კოლხეთი (მე-5 ტური, ფლეი-აუტი)
13-04-2013 22:14
სიონი - მერანი (მე-5 ტური, ფლეი-აუტი)
|
განთავსების თარიღი: 24 მარტი 2010 | 00:00
ინტერვიუ ტურის ფეხბურთელთან
გიორგი ვასაძე Goli.ge-მ ტურის ფეხბურთელად, "ბაიას" კარში გატანილი დუბლის გამო დაასახელა. გარდა დუბლისა, ვასაძეს მესამე გოლის გატანაც შეეძლო და თანაგუნდელებსაც აქტიურად ამარაგებდა კარგი გადაცემებით.
გაუჭირდა თუ არა ძირითადში ადგილის დამკვიდრება და რატომ წააგეს "მარტვილთან" – Goli.ge გიორგი ვასაძეს ესაუბრა.
- დიდი ხანი არაა, რაც უმაღლეს ლიგაში ვთამაშობ, ამიტომ სასიხარულოა, ტურის ფეხბურთელად დასახელება და ერთგვარი სტიმულია ეს ჩემთვის.
- "ვიტ ჯორჯია" კარგი ნახევარდაცვის ხაზი ჰყავს, არ გაგიჭირდათ ძირითადში თავის დამკვიდრება?
- დაგეთანხმებით, გუნდში დიდი კონკურენციაა, ამიტომ მუდამ ვცდილობ, სტაბილურად ვითამაშო და ძირითადში დავიმკვიდრო ადგილი.
- რაც ძირითად შემადგენლობაში გადმოხვედი, გუნდმა სამი მწვრთნელი შეიცვალა, მწვრთნელებთან საერთო ენის გამონახვა არ გიჭირთ?
- არა, გელა გომელაური ძალიან კარგი მწვრთნელია და მას კარგი დამოკიდებულება აქვს ფეხბურთელებთან, რაც შეეხება მერაბ კოჭლაშვილს, ფაქტობრივად, მის ხელში გავიზარდე. ასე რომ, ამ მხრივ, პრობლემები არ გვაქვს.
- გუნდმა თასის ნახევარფინალურ გათამაშებაში მარტვილის "მერანთან" გასვლა წააგო, ბოლო პერიოდში თამაშებს ვერ იგებთ, რა არის ამის მიზეზი?
- მარტვილში მოედნის საფარი ცუდ მდგომარეობაში იყო, გარდა ამისა, მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ და რამდენჯერმე ძელსაც გავარტყით. მეტოქემ ერთხელ დაარტყა და გოლი გაგვიტანა. საერთოდ ხელოვნურ საფარზე ვვარჯიშობთ და ვთამაშობთ და ეს ადვილი არ არის, გადავიღალეთ ცოტა კიდეც, შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ გამოვასწორებთ ამას მალე.
მაგდა კლდიაშვილი |
|



