|
უკანასკნელი სიახლეები
13-04-2013 22:26
ზესტაფონი - დინამო (თბ) (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:23
ტორპედო - ზუგდიდი (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:19
ჩიხურა - დილა (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:16
ვიტ-ჯორჯია - კოლხეთი (მე-5 ტური, ფლეი-აუტი)
13-04-2013 22:14
სიონი - მერანი (მე-5 ტური, ფლეი-აუტი)
|
განთავსების თარიღი: 18 მარტი 2010 | 00:00
ბოიომო: `სპარტაკი` თამაშს არ ყიდის, ღირსეულად ვიგებთ და ვაგებთ`
ცხინვალის ’სპარტაკის’ ფეხბურთელი ბოიომო ფრიდოლინი უკვე მეოთხე სეზონს ატარებს საქართველოში. კამერუნელი თავდაპირველად ’სიონის’ შემადგენლობაში ირიცხებოდა, შემდეგ ’ზესტაფონში’ გააგრძელა თამაში. თემურ მახარაძის გუნდიდან წასვლისა და გია გეგუჩაძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ მას პრობლემები შეექმნა, თამაში აღარ უწევდა. იმერულმა კლუბმა ბოიომო ტრანსფერზეც დააყენა. კამერუნელი ფეხბურთელი ბოლნისის ’სიონშიც’ ვარჯიშობდა ჯერ კიდევ ოთარ კორღალიძის დროს, თუმცა საბოლოოდ ’სპარტაკში’ აღმოჩნდა.
’ზესტაფონში’ გატარებული პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება, მაშინ მახარაძე იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი. მისი წასვლის შემდეგ პრობლემები შემექმნა. თამაში აღარ მიწევდა, ტრანსფერზეც დამაყენეს, თუმცა კონტრაქტის მიხედვით კიდევ ორი წელი მაკავშირებდა ’ზესტაფონთან’. მე ჩემი კომპენსაციის აღება მინდოდა, ოჯახი მყავს და ეს მოთხოვნა სამართლიანი იყო. კლუბის პრეზიდენტმა კარგად გაიგო ჩემი პოზიცია. ამის შემდეგ ცოტა ხანი ’სიონში’ ვვარჯიშობდი.
’სპარტკიდან’ დაახლოებით იმავე პერიოდში დამიკვშირდნენ და მითხრეს ჩვენთან ითამაშეო. მეც დავთანხმდი. ამ გუნდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
’სპარტაკში’ იქამდე დავრჩები, სანამ უკეთეს შემოთავაზებას არ მივიღებ. ოჯახი მყავს და პირველ რიგში მათ კეთილდღეობაზე ვფიქრობ’, - აღნიშნა საუბარში კამერუნელმა მცველმა.
– საქართველოს ჩემპიონატის 26-ე ტურში თქვენი მეტოქე ’გაგრა’ იქნება, 23 მარტს კი დავით ყიფიანის თასის გათამაშების ნახევაფინალურ შეხვედრაში ’დინამოს’ გორში უმასპინძლებთ, როგორ ემზადება გუნდი მატჩებისთვის?
– ორივე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ჩვენი ყურადღება მიმართულია ჩემპიონატის შეხვედრისკენ. ძალიან კარგად დავიწყეთ ეს სეზონი, იმავე ტემპით რომ გაგვეგრძელებინა, ახლა ლიდერთა სამეულში ვიქნებოდით, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ფეხბურთი ასეა - ხან წააგებ, ხან მოიგებ, მაგრამ ახლა ყველა მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
ფეხბურთელი ყოველდღე იმიტომ დადის სავარჯიშოდ, რომ მისი შესაძლებლობები გააუმჯობესოს და მერე კარგად ითამაშოს. დროა ეს მინდორზე ვაჩვენოთ.
თასის შეხვედრაც აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან თუ გვინდა უეფაზე თამაში, შედეგი უნდა გავაუმჯობესოთ. კარგი შანსი გვეძლევა ამისთვის და უნდა გამოვიყენოთ.
გუნდი ჩვეულებრივად ემზადება, როგორც ყველა თამაშის წინ. თუმცა ვიცით, რომ ამ შეხვედრებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად ვეკიდებით.
– საქართველოში უკვე მეოთხე სეზონს ატარებ, შენი აქ ასპარეზობის განმავლობაში როგორ ვითარდება საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი?
– ჩემპიონატის დონე სულ უფრო და უფრო დაბლა მიდის. 4 წლის წინ საქართველოში რომ ჩამოვედი, ძალიან დიდი კონკურენცია იყო და ხარისხიც მაღალი, მაგრამ ახლა ვითარება რადიკალურად შეცვლილია.
ვფიქრობ, მიზეზი ფინანსური პრობლემებია. ყველა ამბობს, რომ ფული არ აქვს. ძლიერი ფეხბურთელი ვინც იყო, ყველა წავიდა, შესაბამისად, ეს გუნდები შესუსტდა, კონკურენტუნარიანობამ იკლო და ჩემპიონატის დონეც დადაბლა.
– საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდებიდან რომელია ყველაზე რთული მეტოქე ’სპარტაკისთვის’?
– მინდორზე ’ზესტაფონი’, ხოლო პირველი ’ოლიმპია’. მათ ყველაზე კარგი პირობები აქვთ, კარგი ხელმძღანელობა ყავთ და ფინანსურადაც არ უჭირთ.
– ’სპარტაკს’ ხშირად გარიგებულ თამაშებში მონაწილე გუნდად ასახელებენ, 5 თებერვალს პროფლიგაში ’სიონი’-’სპარტაკის’ თამაშზე აღმასკომიც შეიკრიბა. ’სპარტაკს’ წაგება ჩაეთვალა და გუნდები დააჯარიმეს, შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა...
– მე პირადად არ გამიგია მსგავსი რამ. თამაში იმიტომ არ წაგვიგია, რომ გავყიდეთ, იმიტომ წავაგეთ, რომ მეტოქემ გვაჯობა. ღირსეულად ვიგებთ და ვაგებთ.
კამერუნელი ფეხბურთელი ’სპარტაკის’ შემადგენლობაში მანამდე ითამაშებს, სანამ სხვა (კარგი) შემოთავაზება არ ექნება. საქართველოში თავს კარგად გრძნობს და ახლა მხოლოდ ჩემპინატისა და თასის თამაშებზეა ორიენტირებული.
მირანდა სურმანიძე |
|



